пятница, 25 марта 2011 г.

პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში. ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც. ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი/შკალა1-3 ქულა4-5 ქულა6-7 ქულა8-10 ქულა
ნაშრომის წარმოჩენის უნარივერ ახერხებსახერხებს ბუნდოვნადძირითადად ახერხაბსსრულყოფილად ახერხებს
თვალსაჩინოების გამოყენება

რუკა,კომპიუტერი 
ვერ იყენებს ტექნოლოგიებსნაწილობრივ იყენებს ძირითადად იყენებსდამოუკიდებლად იყენებს
ადეკვატური კითხვა-პასუხივერ პასუხობს ბუნდოვნად პასუხობსძირითადად პასუხობსსრულყოფილად პასუხობს
თემის გასაგებად წარმოჩენავერ წარმოაჩენსნაწილობნრივ წარმოაჩენსძირითადად წარმოაჩენსსრულად წარმოაჩენს

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემაI მსოფლიო ომი: გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. ომის შედეგები
სწავლების საფეხურისაბაზო. 8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი2. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის აქტუალობაქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების, შედეგების გააზრება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგებიგაიცნონ მოსწავლეებმა I მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენები, შეიტყონ ამ ომის აქამდე არნახული მასშტაბების, შეიარაღების ახალი სახეობების, დიდი ადამიანური დანაკარგებისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების შესახებ. მოსწავლეები განივითარებენ სწავლის, თანამშრომლობის, კვლევის, პრობლემების გააზრების და კავშირების დადგენის უნარებს. ასევე ჩამოუყალიბდებათ ისეთი მაღალზნეობრივი ღირებულებები, როგორიცაა: ტოლერანტობა, თანაგრძნობა და მზრუნველობა.
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა.
  1. შეისწავლიან კონფლიქტების მიზეეზებს, განვითარებასა და შედეგებს
  2. საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო პირობებს. 
წინასწარი ცოდნამათ იციან ომის მსხვერპლთა კატეგორიები, განიხილავენ ერთერთს - სამხედრო ტყვეებს, მათი უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს, მსჯელობენ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ კონფლიქტებზე.
შეფასების საგანი და პროცედურებიშეფასებისას დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება პრეზენტაცია,  მსჯელობა.
მოსწავლეები შეფასდებიან (ზეპირი) შემდეგი კრიტერიუმებით: მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად. მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები. 
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რუკა, ინტერნეტი
გაკვეთილის მსვლელობა        /საკლასო მენეჯმენტი/აქტივობა I. წინამასალის გამოკითხვა (5 წთ)
პრეზენტაცია - ერთ მოსწავლეს დავალებული ჰქონდა  გაეკეთებინა მოხსენება თემაზე (I მსოფლიო ომი) -ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში (5 წთ)
ორგანიზება ინდივიდუალური - მეორე მოსწავლეს დავალებული ჰქონდა მცირე მოხსენება თემაზე - "I მსოფლიო ომი და ჩემი სოფელი".
აქტივობა II. კითხვა-პასუხები მოხსენებასთან დაკავშირებით.
აქტივობა III. მასწავლებელი დაფაზე წერს სამ კითხვას:
  1. შუა საუკუნეების რომელ მასშტაბურ ომს გაგონებთ I მსოფლიო ომი?
  2. როგორ  ფიქრობთ, რამდენად მაშტაბური შეიძლებოდა გამხდარიყო I მსოფლიო ომი?
  3. რა სავალალო შედეგები შეიძლებოდა მოეტანა I მსოფლიო ომში ჩათრეული ქვეყნებისათვის.
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან (15 წთ)
აქტიტივობა IV.თემის შეჯამება (3 წთ) შეფასება (2 წთ) 
  
 პედაგოგი ლეილა ფუტკარაძე