გაკვეთილის მთავარი თემა | I მსოფლიო ომი: გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. ომის შედეგები |
სწავლების საფეხური | საბაზო. 8 კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 2. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის. |
გაკვეთილის აქტუალობა | ქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების, შედეგების გააზრება. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | გაიცნონ მოსწავლეებმა I მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენები, შეიტყონ ამ ომის აქამდე არნახული მასშტაბების, შეიარაღების ახალი სახეობების, დიდი ადამიანური დანაკარგებისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების შესახებ. მოსწავლეები განივითარებენ სწავლის, თანამშრომლობის, კვლევის, პრობლემების გააზრების და კავშირების დადგენის უნარებს. ასევე ჩამოუყალიბდებათ ისეთი მაღალზნეობრივი ღირებულებები, როგორიცაა: ტოლერანტობა, თანაგრძნობა და მზრუნველობა. მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა.
|
წინასწარი ცოდნა | მათ იციან ომის მსხვერპლთა კატეგორიები, განიხილავენ ერთერთს - სამხედრო ტყვეებს, მათი უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს, მსჯელობენ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ კონფლიქტებზე. |
შეფასების საგანი და პროცედურები | შეფასებისას დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება პრეზენტაცია, მსჯელობა. მოსწავლეები შეფასდებიან (ზეპირი) შემდეგი კრიტერიუმებით: მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად. მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები. |
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რუკა, ინტერნეტი |
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი/ | აქტივობა I. წინამასალის გამოკითხვა (5 წთ) პრეზენტაცია - ერთ მოსწავლეს დავალებული ჰქონდა გაეკეთებინა მოხსენება თემაზე (I მსოფლიო ომი) -ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში (5 წთ) ორგანიზება ინდივიდუალური - მეორე მოსწავლეს დავალებული ჰქონდა მცირე მოხსენება თემაზე - "I მსოფლიო ომი და ჩემი სოფელი". აქტივობა II. კითხვა-პასუხები მოხსენებასთან დაკავშირებით. აქტივობა III. მასწავლებელი დაფაზე წერს სამ კითხვას:
აქტიტივობა IV.თემის შეჯამება (3 წთ) შეფასება (2 წთ) |
პედაგოგი | ლეილა ფუტკარაძე |
пятница, 25 марта 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий