პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში. ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც. ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
пятница, 25 марта 2011 г.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი/შკალა | 1-3 ქულა | 4-5 ქულა | 6-7 ქულა | 8-10 ქულა |
ნაშრომის წარმოჩენის უნარი | ვერ ახერხებს | ახერხებს ბუნდოვნად | ძირითადად ახერხაბს | სრულყოფილად ახერხებს |
თვალსაჩინოების გამოყენება რუკა,კომპიუტერი | ვერ იყენებს ტექნოლოგიებს | ნაწილობრივ იყენებს | ძირითადად იყენებს | დამოუკიდებლად იყენებს |
ადეკვატური კითხვა-პასუხი | ვერ პასუხობს | ბუნდოვნად პასუხობს | ძირითადად პასუხობს | სრულყოფილად პასუხობს |
თემის გასაგებად წარმოჩენა | ვერ წარმოაჩენს | ნაწილობნრივ წარმოაჩენს | ძირითადად წარმოაჩენს | სრულად წარმოაჩენს |
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა | I მსოფლიო ომი: გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. ომის შედეგები |
სწავლების საფეხური | საბაზო. 8 კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 2. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის. |
გაკვეთილის აქტუალობა | ქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების, შედეგების გააზრება. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | გაიცნონ მოსწავლეებმა I მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენები, შეიტყონ ამ ომის აქამდე არნახული მასშტაბების, შეიარაღების ახალი სახეობების, დიდი ადამიანური დანაკარგებისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების შესახებ. მოსწავლეები განივითარებენ სწავლის, თანამშრომლობის, კვლევის, პრობლემების გააზრების და კავშირების დადგენის უნარებს. ასევე ჩამოუყალიბდებათ ისეთი მაღალზნეობრივი ღირებულებები, როგორიცაა: ტოლერანტობა, თანაგრძნობა და მზრუნველობა. მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა.
|
წინასწარი ცოდნა | მათ იციან ომის მსხვერპლთა კატეგორიები, განიხილავენ ერთერთს - სამხედრო ტყვეებს, მათი უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს, მსჯელობენ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ კონფლიქტებზე. |
შეფასების საგანი და პროცედურები | შეფასებისას დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება პრეზენტაცია, მსჯელობა. მოსწავლეები შეფასდებიან (ზეპირი) შემდეგი კრიტერიუმებით: მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად. მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები. |
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რუკა, ინტერნეტი |
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი/ | აქტივობა I. წინამასალის გამოკითხვა (5 წთ) პრეზენტაცია - ერთ მოსწავლეს დავალებული ჰქონდა გაეკეთებინა მოხსენება თემაზე (I მსოფლიო ომი) -ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში (5 წთ) ორგანიზება ინდივიდუალური - მეორე მოსწავლეს დავალებული ჰქონდა მცირე მოხსენება თემაზე - "I მსოფლიო ომი და ჩემი სოფელი". აქტივობა II. კითხვა-პასუხები მოხსენებასთან დაკავშირებით. აქტივობა III. მასწავლებელი დაფაზე წერს სამ კითხვას:
აქტიტივობა IV.თემის შეჯამება (3 წთ) შეფასება (2 წთ) |
პედაგოგი | ლეილა ფუტკარაძე |
Подписаться на:
Сообщения (Atom)